Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საახალწლო ღონისძიება

მიმდინარე წლის 28 დეკემბერს,  თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  საახალწლო ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები:

 

13:30 საათი,  თსუ-ს მეექვსე კორპუსის 303-ე აუდიტორია

 

სტუდენტური კრებულის „ჩვენი დროის ნაცარქექია, ლუარსაბი, ჯაყო..“ პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების სტუდენტთა თხზულებებს, რომლებიც პოსტმოდერნისტული ესთეტიკითაა შექმნილი. მისი შემდგენლები არიან „ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის“ მიმართულების პროფესორი მანანა შამილიშვილი და მოწვეული პედაგოგი, ლიტერატურათმცოდნე ადა ნემსაძე, ხოლო კრებულის რედაქტორი - მწერალი ბექა ქურხული. პრეზენტაცია ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, კრებულის ერთ-ერთი ავტორის, ნიკა მახარობლიშვილის ხსოვნას.

 

15:00 საათი,  წინასაახალწლო წვეულება, თსუ-ს მეექვსე კორპუსის ფოიე